ინფორმაციის დამგროვებლები

       არსებობს სხვადასხვა ინფორმაციის დამგროვებლები, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია დისკური ინფორმაციის დამგროვებლები. ასეთი მოწყობილობები კითხულობენ ან წერენ ინფორმაციას მაგნიტურ ან ოპტიკურ დისკებზე. ეს მოწყობილობები გამოიყენება მონაცემების მუდმივად შესანახად.
       დამგროვებელი მოწყობილობების ძირითადი ტიპები:
           დამგროვებელი რბილ დისკზე (Floppy Drive)
           მყარი დისკი (Hard Drive)
           დამგროვებელი ოპტიკურ დისკზე (Optical Drive)
           ფლეშმეხსიერება (Flesh Drive)
           Network drive.
Floppy Drive

      რბილი დისკდამგროვებელი (დისკეტა) ისეთი დამგროვებელი, რომელშიც გამოიყენება 3.5 დუიმის დიამეტრირბილი დისკები. ბილ მაგნიტურ დისკზე შეიძლება დაეტიოს 720 კბ ან 1.44 მბ მონაცემი. კომპიუტერულ სისტემებში რბილ დისკდამგროვებელს ჩვეულებრივ აღნიშნავენ A: სიმბოლოთი. თუკი იქნება ჩამტვირთავი, დისკეტა შეიძლება გამოვიყენოთ კომპიუტერის ოპერაციული სისტემის გასაშვებად (ჩასატვირთად).



Floppy Drive
დამგროვებელი რბილ დისკზე 
Floppy  Disk
რბილ დისკ










                                           Optical Drive
       ოპტიკური დისკები  მიეკუთვნება მონაცემთა ისეთ დამგროვებლებს, რომლებშიც მონაცემთა ჩაწერა და წაკითხვა ხდება ლაზერის მეშვეობით. ოპტიკური დისკის ორი ტიპი არსებობს: კომპაქტდისკი (CD) და უნივერსალური ციფრული დისკი (DVD).
       CD და DVD დისკები შეიძლება იყოს განკუთვნილი მხოლოდ წასაკითხად და ერთჯერადი ან მრავალჯერადი ჩაწერისათვის. კომპაქტდისკებზე შეიძლება დაახლოებით 700 მბ მონაცემის შენახვა, ხოლო DVD დისკის მარტო ერთ მხარეშეიძლება 8.5 გბ მონაცემის დატევა.
ოპტიკური დამგროვებლების რამდენიმე ტიპი არსებობს:
      CD-ROM - წინასწარ ჩაწერილი კომპაქტდისკი, განკუთვნილი მხილოდ
                     წასაკითხად
      CD-R - კომპაქტდისკი ერთჯერადი ჩაწერისათვის
      CD-RW - გადასაწერი კომპაქტ-დისკი, რომელზეც მონაცემთა წაშლა და ჩაწერა
                     მრავალჯერაა შესაძლებელი
      DVD-ROM - წინასწარ ჩაწერილი DVD-დისკი, განკუთვნილი მხოლოდ
                     წასაკითხად.
      DVD+/-R - DVD-დისკი ერთჯერადი ჩაწერისათვის
      DVD+/-RW - გადასაწერი DVD-დისკი, რომელზეც მონაცემთა წაშლა-ჩაწერა
                     მრავალჯერაა შესაძლებელი.



Hard Drive
        მყარი დისკი არის მაგნიტურდამგროვებელი მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერის შიგნით ყენდება და გამოიყენება მონაცემების მუდივად ესანახად. ომპიუტერულ სისტემებში მყარ დისკს ჩვეულებრივ C: სიმბოლოთი აღნიშნავენ; უმრავლეს შემთხვევაში მასზე აყენებენ ოპერაციულ სისტემას და პროგრამებს.

მყარი დისკი Hard Disk Drive
        მყარი დისკის დასაკავშირებლად დედაპლატასთან გამოიყენება IDE, SATA, SCSI ინტერფეისი. ინტერფეისი (Interface) ზოგად სახეს, საერთო იერს, ერთგვაროვნობას ნიშნავს. პირველი მყარი დისკები მუშაობდნენ PIO რეჟიმში და მათ შეეძლოთ მაქსიმუმ 16 მგ/წმ სისწრაფით მიეწოდებინათ ინფორმაცია დედაპლატისთვის. DMA რეჟიმზე გადასვლით შესაძლებელი გახდა სისწრაფის 33 მბ/წმ-მდე გაზრდა. ტექნოლოგიების გაუმჯობესებით მოხდა სისწრაფის მომატება და Ultra DMA რეჟიმში გადასვლა. ამ რეჟიმში მომუშავე ვინჩესტერებს შეუძლიათ უკვე 133 მბ/წმ სიჩქარით მოამარაგონ დედაპლატა. 16-დან 133-მდე სიჩქარეების დროს IDE ინტერფეისისთვის გამოიყენება სტანდარტი ATA (Advanced Technology Attachment). ამ სტანდარტით გათვალისწინებულია მონაცემების 40 კონტაქტიანი შლეიფით გადაცემა. თავდაპირველად ამ შლეიფში გამოიყენებოდა 40 წვერი. იმის გამო, რომ ეს წვერები ერთმანეთის გვერდიგვერდ მიედინება და თითოეულის გარშემო იქმნება მაგნიტური ველი, ადგილი აქვს წვერებში მიმავალი იმპულსების დამახინჯებას და შლეიფის სიგრძე შეზღუდულია 46 სმ-მდე. ასეთ შლეიფებში გადის ერთი დამცავი ეკრანი ყველა წვერისათვის. შედარებით მაღალი სისწრაფის დროს აღნიშნულ შლეიფში მონაცემების გადაცემა მახინჯდება, ამიტომ 33 მბ/წმ სიჩქარის ზემოთ გამოიყენება 80 წვერიანი შლეიფი. აქ მონაცემებისთვის ისევ 40 წვერი გამოიყენება, თუმცა თითოეულ წვერს მიყვება საკუთარი ეკრანი, ანუ სულ 80 წვერი, თუმცა კონტაქტები ისევ 40-ია.
        გადაცემის სისწრაფის მიხედვით ATA სტანდარტი ტექნიკურ დოკუმენტაციაში კლასიფიცირდება ATA 16, ATA 33, ATA 66, ATA 100 და ATA 133 აბრევიატურით. CD და DVD მოწყობილობებისთვის არსებობს სტანდარტი ATAPI.
        მაღალ სიხშირესთან სამუშაოდ გამოიყენება ინტერფეისი Serial ATA (SATA). ამ ინტერფეისით შესაძლებელია  150, 300 და 600 მბ/წამში ინფრორმაციის გადაცემა და კლასიფირდება Sata (150 მბ/წამში), Sata II (300 მბ/წამში) და Sata III (600 მბ/წამში) სტანდარტით.
        სერვერულ და სხვა სპეციალური დანიშნულების კომპიუტერებში, სადაც საჭიროა გაცილებით მაღალი სისწრაფეები, გამოიყენება ინტერფეისი SCSI (სკაზი). მისი მეშვეობით შეგვიძლია ერთდროულად ჩავრთოთ 16 და მეტი მოწყობილობა და ვამუშაოთ მაღალი სისწრაფით. თანამედროვე SCSI ვინჩესტერები მუშაობენ 320 მბ/წმ და 640 მბ/წმ სიჩქარით.
გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.



No comments:

Post a Comment