ინგლისური
სიტყვაა და გააჩნია ორი მნიშვნელობა. პირველიეს არის დიდი უნივერსალური
ელექტრონული
გამომთვლელი მანქანა, ანუ მაღალ მწარმოებლური კომპიუტერი, მნიშვნელოვანი
ოპერატიული და გარე მეხსიერებით, რომელიც განკუთვნილია დიდი მოცულობის,
ინფორმაციის, ცენტრალიზებული შენახვისა და ინტენსიური გამოთვლების შემსრულებელი
ორგანიზაციებისთვის.
მეორე ეს არის კომპიუტერი IBM System/360,
370, 390 და
ZSeries არქიტექტურით.
მაინფრეიმების
ისტორია იწყება 1964 წლიდან როდესაც შეიქმნა უნივერსალური კომპიუტერი IBM 360,
რომლის შემუშავებისთვის კორპორაცია IBM-მა დახარჯა 5Billion Dollars. 1960 იან და 80 იან წლების დასაწყისში Syestem
360 ლიდერი იყო მსოფლიო ტექნოლოგიების ბაზარზე. System 360-ის კლონებს უშვებდა
მრავალი ქვეყანა.
IBM-ის მეინფრეიმებს იყენებს მსოფლიოს 25 000
ორგანიზაცია კლონების ჩათვლის გარეშე. ბიზნეს ინფორმაციის დაახლოებით 70%
მეინფრეიმებში ინახება.
თანამედროვე
მეინფრეიმებს გააჩნიათ შემდეგი განსაკუთრებული მახასია-თებლები.
1.უპრობლემო
მუშაობის საშუალო ხანგძლივობა 12-15 წელიწადია. მეინფრეიმები ყველაზე საიმეგო
კომპიუტერები არიან, ამიტომ მათი გამოყენება მიზანშეწონილია ყველაზე
საპასუხისმგებლო შემთხვევებში
2. სისტემების მაღალი მდგრადობა, რაც
გულისხმობს აპარატურული და პროგრამული შეცდომების, იზოლირებისა და შესწორების
შესაძლებლობას, რომელიც განპირობებულია, 2 სარეზერვო პროცესორით, მეხსიერების
სათადარიგო მიკროსქემებითა და პერიფერიულ მოწყობილობებში შეხწევის ალტერნატიული
გზებით, აგრეთვე ცენტრალური პროცესორის მეხსიერების მიკრო სქემების და სხვა
მოდულების Z სწრაფი შეცვლის შესაძლებლობით.
3.მეინფრეიმების სამუშაო
დატვირთვა, მათი პიკური მწარმოებლურობიდან გამომდინარე, შეიძლება შეადგინოს 80-95
%.
4. ინფორმაციის შეტან გამოტანის ქვესისტემების
გამტარუნარიანობა
ისეა შემუშავებული, რომ მეინფრეიმებს შეუძლია იმუშავოს შეტან-გამოტანის Z მაღალი
დატვირთვის გარემოში.
5. მონაცებთან შეხწევის დიდი სიჩქარე რაც
განპირობებულია იმით რომ , მონაცემები ინახება ერთ სერვერში და ამდენად
გამოყენებით პროგრამებს არ სჭირდებათ საწყისი მონაცემების მოგრვება სხვადახვა
წყაროებიდან.
უსაფრთხოება განპირობებულია დაცვის
ჩაშენებული ისეთი აპარატურით როგორიცაა კრიპტოგრაფიული მოწყობილობა, აგრეთვე
ოპერაციული სისტემების დაცვის საშუალებები, რომელთაც დამატებული აქვთ ისეთი
პროგრამული პროდუქტები, როგორიცაა VM:SECURE
ეს ყველაფერი ერთად უზრუნველყოფს სრულყოფილ ინფორმაციულ უსაფრთხოებას.
2008 წლის მაისის მონაცემებით IBM-მა
წარმოადგინა ახალი თაობის მეინფრეიმი System Z10. ამ კომპლექსის შემუშავებასა და გამოშვებას
IBM-მა მოანდომა 5 წელი და დახარჯა 1.5 მილიარდი დოლარი. მეინფრეიმი
System
Z10,
თავის
წინამორბედ System Z9 შედარებით 50%-ით უფრო სწრაფია. System Z10
-
ის აპარატურულ კომპლექსს შეუძლია ერთდროულად შეცვალოს ტრადიციული X-86 - ის
არქიტექტურით აგებული რამოდენიმე 100-ული სევერი, ამასთანავე აღნიშნული სერვერი
ელექტრო-ენერგიისა და ფართის არსებით ეკონომიას იძლევა.
მეინფრეიმი System
Z10
აღჭურვილია 64
ცალი 4-ბირთვიანი პროცესორით. კომპლექსი
ძირითადად ორიენტირებულია დიდი მოცულობის ინფორმაციის დამმუშავებელ სამთავრობო და
მსხვილ ორგანიზაციებზე, მაგალითად: საბანკო და საფინანსო, სამეცნიერო კვლევების
სფეროში.
მეინფრეიმი Z10 ის
მინიმალური კონფიგურაციის ღირებულება 1მილიონი დოლარია.
კომპანია IBM-მა მიიღო გადაწყვეტილება უარი
თქვას მცირე სერვერების გამოყენებაზე და ისინი შეცვალოს მეინფრეიმებით,
რაც IBM-ს 5 წლის განმავლობაში 250 მილიონი დოლარის ეკონომიას
მისცემს.
IBM-ი
მეინფრეიმებს
დააყენებს
კომპანიის 6 გამოთვლილ ცენტრში, რომლებიც განლაგებულნი არიან აშშ-ში, დიდი
ბირატანეთსა და ავსტრალიაში. მეინფრეიმი ერთ
კორპუსად მზადდება,იგი კარადას მოგვაგონებს, მას უერთდება ტერმინალები, რომლებიც
შედგება მონიტორისა და კლავიატურისაგან. ძირითადად მეინფრეიმები
გამოიყენება
დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზების დასამუშავებლად, აგრეთვე გამოიყენება მსხვილ Web-კვანძებში,
სადაც მიმართვათა დიდი რაოდენობაა.
No comments:
Post a Comment