პირველი
თაობის პერსონალურ კომპიუტერებში გრაფიკა და ხმა თითქმის არ გამოიყენებოდა, მაგრამ
დრომ თავისი მოიტანა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში განვითარდა ე. წ. Multimedia, რაც
ვიდეო და აუდიო მონაცემების ერთობლიობას გულისხმობს. 1995 წლიდან Microsoft-მა Windows-ში
ჩადო პროგრამა-დრაივერი Directx,
რომელიც უზრუნველყოფდა აპარატურის მუშაობას, ხარისხიანი გამოსახულებისა და ხმის
მისაღებად. ამ დროიდან მოყოლებული გამოდიან კომპიუტერები მულტიმედიური
დანიშნულებით და ყველა თანამედროვე კომპიუტერი Multimedia
PC კლასს
განეკუთვნება.
მონიტორზე გამოსახულების მისაღებად
კომპიუტერში გამოიყენება ვიდეოადაპტერი (იგივე ვიდეოკარტა), რომელიც წარმოადგენს
ჩვეულებრივ პლატას, სხვადასხვა ჩიპებითა და არხებით. არსებობს სხვადასხვა
ინტერფეისის კარტები: ISA, PCI, AGP და PCIE.
პირველი
ორი ინტერფეისის ვიდეოადაპტერები, შესაბამისი არხების დაბალი სიხშირის და
გამტარობის გამო, ვერ უზრუნველყოფენ ვიდეო მონაცემების სწრაფად გატარებას და ისინი
დინამიური, სწრაფი მოძრაობების (თამაშების, 3D ანიმაციების) ეკრანზე გამოსატანად არ გამოიყენებიან. ასეთ
გრაფიკასთან სამუშაოდ გამოიყენება AGP
(Accelerated Graphics Port) და PCIE x16 (Peripheral Component Interconnect Express) ინტერფეისის ვიდეოკარტები, რომლებიც
თავის მხრივ სხვადასხვა ტიპისაა;
გასადიდებლად დააჭირეთ სურათს. |
გასადიდებლად დააჭირეთ სურათს. |
გასადიდებლად დააჭირეთ სურათს. |
გასადიდებლად დააჭირეთ სურათს. |
ძირითადი მოწყობილობა, რომელიც
ვიდეოპლატაზე მდებარეობს, არის გრაფიკული პროცესორი GPU (Graphics processing
unit-გრაფიკული გამომთველი მოწყობილობა).
გრაფიკული
პროცესორი ეხმარება (CPU) ცენტრალურ
პროცესორს ვიდეო გამოსახულების ეკრანზე გამოტანაში.
ვიდეო
მონაცემების დამუშავების დროს ცენტრალური პროცესორი
(CPU)
გამოთვლის ძირითად კოორდინატებს, თუ სად უნდა განთავსდეს ესა თუ ის ფიგურა, და
გადააწვდის გრაფიკულ პროცესორს, ხოლო გრაფიკულ პროცესორს განათავსებს ამ
კოორდინატების მიხედვით ფიგურას ეკრანზე, შეუმოსავს კედლებს, დაიტანს ფერებს,
განათებას, ჩრდილებს და ა.შ. ამ სამუშაოს შესასრულებლად მას სჭირდება მეხსიერების
ბუფერი, ანუ დროებითი ოპერატიული მეხსიერება, რომელიც ვიდეოკარტაზეა განლაგებული
ჩიპების სახით. ამ მეხსიერებას ვიდეო მეხსიერება VRAM-(Video
RAM)
ეწოდება.
რაც
დიდია მეხსიერების მოცულობა უფრო ხარისხიანი სურათის შექმნა შეუძლია გრაფიკული
პროცესორს. დღეისათვის არსებობს 512MB, 1GB,
2GB და 4GB მეხსიერების
ვიდეოკარტები.
გრაფიკული პროცესორი
ვიდეომეხსიერებას უკავშირდება დამოუკიდებელი არხით, რომლის გამტარობაზეა
დამოკიდებული გამოსახულების სისწრაფე. ამ არხს ლოკალურ სალტეს უწოდებენ და მისი
გამტარობა 32, 64, 128,
256, 368 და
512 ბიტი შეიძლება იყოს. რაც მეტი აქვს გამტარობა
ვიდეოადაპტერს უფრო სწრაფად ახერხებეს ვიდეო გამოსახულების გადატანას ეკრანზე.
ვიდეომეხსიერება განეკუთვნება მეხსიერების SDRAM ტიპს და თანამედროვე ვიდეოკარტები
აღჭურვილია DDR
SDRAM, DDR2 SDRAM, DDR3 SDRAM, DDR4 SDRAM და DDR5
SDRAM ჩიპებით.
ვიდეო კარტაში ინფორმაციის დამუშავება
ხდება ციფრული სახით. ელექტრულ მილაკიან მონიტორებს (იშვიათი გამონაკლისის გარდა)
სჭირდება ანალოგური სიგნალი, ანუ ისინი ვიდეოადაპტერიდან უნდა ღებულობდნენ
ციფრულიდან ანალოგურში გარდაქმნილ სიგნალებს. ამისათვის ვიდეოპლატაზე
გამოიყენება მოწყობილობა DAC (Digital to Analog Converter)
ციფრულ-ანალოგური კონვერტორი. გრაფიკული პროცესორის მიერ დამუშავებული ციფრული
სიგნალი გადაეცემა DAC -ს,
იგი გადათარგმნის მას ანალოგურ ფორმატში და D-sub
ვიდეოპორტის მეშვეობით გადასცემს მონიტორს. ხოლო თხევად კრისტალურ მონიტორებს, მათ
ციფრული სიგნალი სჭირდებათ და შესაბამისად მათთვის განკუთვნილ ვიდეოკარტებში DAC
არ
გამოიყენება. ამ კარტებში პროცესორისგან მომავალი სიგნალები გადაეცემა ციფრულ
ვიდეო პორტს DVI,
რომელზეც
შესაბამისი კონექტორით უერთდება LCD მონიტორი.
გასადიდებლად დააჭირეთ სურათს. |
მაქვს ძლიერი ვიდეოდაფა Nvidia gefors gtx 550 TI, მაზერი ddr3 1150 სოკეტზე და თავსებადი ინტელის 3.3 ghz პროცესორი, ოპერატიული მეხსიერებები 2 და 4 gb- 1600 hzeორივე. კვება 450 ვატი. თამაშის დროს ხშირად მითიშავს მონიტორს და გადატვირთვის გარეშე ვერაფერი შველის. რა უშველო რა ჯანდაბა უნდა?
ReplyDelete