კომპიუტერული ვირუსი
3.მონაცემთა შეცვლა ან განადგურება:მონაცემები ერთმანეთში ირევა, ძნელია გაარჩიო რომელ საქაღალდეში არის შენთვის სასურველი ფაილი ან მონაცემები სრულიად ნადგურდება. კომპიუტერული ვირუსი ეწოდება პროგრამას, რომელსაც შეუძლია თვითნებურად შექმნას საკუთარი ასლები და ჩაწეროს ისინი ფაილებში ან კომპიუტერული მესხრიერების სისტემურ ნაწილში, აგრეთვე შეასრულოს სხვადასხვა (როგორც წესი მავნებნელი) მოქმდებები მომხმარებელისაგან დამოუკიდებლად, მისი ნებართვის გარეშე. ვირუსი კომპიუტერში შეიძლება მოხვდეს მხოლოდ დისკიდან ფლეშიდან ან ქსელიდან.პირველი ვირუსები გამოჩნდა XX საუკუნის 70-იან წლებში და მოკლე დროში გადაიქცნენ სერიოზულ პრობლემად. 1987 წელს რეგისტრირებულია ვირუსებით კომპიუტერების მასიური დაავადების პირველი შემთხვევა. გავრცელების გარემოს მიხედვით ვირუსები, რამოდენიმე ჯგუფად იყოფება. ფაილების ვირუსები - ნერგავენ საკუთარ კოდს რომელიმე შესრულებად ფაილში. ამგვარი ფაილის შესრულებაზე გაშვების შემდეგ პირველ რიგსი აქტიურდება ვირუსი და მხოლოდ შემდეგ გადაეცემა მართვა ფაილს. ჩამტვირთავი ვირუსები - საკუთარ თავს ჩაწერენ ან დისკის ჩატვირთავ სექტორში ან, იმ სექტორში რომელშიც ვინჩესტერის სისტემური ჩამტვირთავია განთავსებული. ამგვარი ვირუსები აქტიურდებიან ოპერაციული სისტემის ჩატვირთვისას - ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მომხარებელი შესრულებაზე გაუშვებს რომელიმე სამომხარებლო პროგრამაგას.მაკროვირუსები - იყენებენ ინფორმაციის დამუშავების სხვადასხვა სისტემებში ჩეშენებულ მაკროენების საშუელებებს. განსაკუთრებით ფართოდ არიან გავრცელებული ისეთი პოპულარური პროგრამებისთვის, როგორიცაა Microsoft Word და Excel. ეს ვირუსები აქტიურდებიან „დაავადებული“ ფაილის გახსნის ან დახურვისას.ქსელური ვირუსები - გავრცეებისათვის იყენებენ კომპიუტერული ქსელებისა და ელფოსტის პროტოკოლებსა და ბრძანებებს. დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია ე.წ „ტროას ცხენები“ (ეს ვირუსების ერთ ერთი ყველაზე საშიში სახეობაა, ვინაიდან მათი ძირითადი დანიშნულებაა არა ინფორმაციის განადგურება არამედ ვირუსის ავტორისათვის ინფორმაციის ფარული გადაგზავნა; გარეგნულად ეს ვირუსები თავს არ ამჟღავნებდნენ და შეუძლიათ ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებოდნენ კომპიუტერში და ინფორმაციას „ქაჩავდნენ“) და საფოსტო ვირუსები (ელფოსტით თვითგავრცელებადი ვირუსები.ვირუსებითან საბრძოლველად გამოიყენება სპეციალური პროგრამები ანტივირუსები. შეიძლება გამოვყოთ ანივირუსული პროგრანების 5 ძირითადი ტიპი: სკანერები, მონოტორები, ცვლილებათა რევიზორები, იმუნიზატორები, და ბლოკირატორები.სკანერები ახორციელებენ ვირუსის კოდის ძებნას სექტორში და აღმოაჩენენ რა პროგრამეულ კოდს, რომელიც ემთხვევა მათ ბაზაში არსებულ რომელიმე ვირუსი აღწერას, იძლევიან შეტყობინებას ვირუსი აღმოჩენის შესახებ. მონიტორები - რეზიდენტული პროგრამებია, რომელბიც ახორციელებენ ყველა გამოყენებული ფაილის ავტომატურ შემოწმებას. ისინი ამოწმებენ ფაილს გახსნისა და დახურვისას, რითაც გამოირცხავენ მანამდე დაავადებული ფაილის გაშვებას.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment