შეტანა/გამოტანის
პორტები (I/O)
კომპიუტერზე
გამოიყენება ისეთი პერიფერიული მოწყობილობების
შესაერთებლად, როგორიცაა პრინტერი, სკანერი, პორტატიული
დისკები და სხვ.
ამ მიზნით იყენებენ შემდეგ პორტებს
და
კაბელებს:
COM სერიული (Serial)
USB
FireWire
LPT პარალელური
(Parallel)
SCSI
ქსელის
(Network)
PS/2
აუდიო
(Audio)
VGA ვიდეო
(Video)
სერიული
(COM) პორტი
შეიძლება იყოს DE-9
შტეკერი.
სერიული პორტები ატარებენ 1 ბიტს დროის ერთეულში. მიმდევრობითი მოწყობილობების
შესაერთებლად, მაგალითად, მოდემის ან თაგვის შესაერთებლად აუცილებელია გამოვიყენოთ
სერიული კაბელი. სერიული კაბელის მაქსიმალური სიგრძეა 15,2 მ (50 ფუტი). უნივერსალური სერიული პორტი (USB) არის პერიფერიული მოწყობილობების
კომპიუტერთან შეერთების სტანდარტული ინტერფეისი. თავიდან ის განკუთვნილი იყო
სერიული და პარალელური ინტერფეისების შესაცვლელად. USB მოწყობილობები შეიძლება
შევაერთოთ ე.წ. ცხელ რეჟიმში. ეს ნიშნავს,
რომ USB მოწყობილობების შეერთება და გამოერთება
შეიძლება ჩართულ კომპიუტერზე. კომპიუტერთან მისაერთებლები აქვთ
ფოტოაპარატებს, პრინტერებს, სკანერებს, ინფორმაციის დამგროვებლებს და
ბევრ სხვა ელექტრონულ მოწყობილობას. რამდენიმე USB მოწყობილობის მისაერთებლად გამოიყენება USB
კონცენტრატორი. კომპიუტერზე ერთ USB პორტს შეიძლება მიუერთდეს 127 სხვადასხვა
მოწყობილობა რამდენიმე USB კონცენტრატორის საშუალებით. ზოგიერთ მოწყობილობას USB
პორტით შეიძლება დენი მიეწოდებოდეს, რაც გარეშე კვების
წყაროს აუცილებლობას გვაცილებს თავიდან.
სტანდარტი USB
1.1 ახორციელებს ინფორმაციის გადაცემას 12მბიტ/წმ-მდე სრული
სიჩქარის დროს და 1,5 მბიტ/წმ-მდე დაბალი
სიჩქარის დროს. სტანდარტი
USB
2.0 მონაცემებს გადასცემს
480 მბიტ/წმ-მდე სიჩქარით, ხოლო
სტანდარტი USB 3.0 5 გბიტ/წმ-მდე სიჩქარით. FireWire არის მაღალსიჩქარიანი ინტერფეისი,
რომელიც განკუთვნილია კომპიუტერთან პერიფერიული მოწყობილობების ცხელ რეჟიმში
მისაერთებლად. ერთ FireWire პორტს კომპიუტერზე 63-მდე მოწყობილობის უზრუნველყოფა
შეუძლია. ზოგიერთ მოწყობილობას FireWire პორტით შეიძლება გადაეცეს დენი, რაც
გარეშე კვების წყაროს აუცილებლობას გამორიცხავს.
FireWire იყენებს
სტანდარტს IEEE 1394, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც i.Link.
სტანდარტი IEEE 1394a მონაცემებს გადასცემს 400 მბიტ/წმ-მდე
სიჩქარით
4,5 მ-მდე სიგრძის
კაბელით.
ამ სტანდარტისათვის გამოიყენება 6- ან 4-კონტაქტიანი
კონექტორი. სტანდარტი IEEE 1394b მონაცემებს
გადასცემს 800 მბიტ/წმ-ზე მეტი
სიჩქარით და იყენებს 9-კონტაქტიან კონექტორს. ასევე გამოიყენება მისი
გაუმჯობესებული ვარიანტები S1600
და S3200,
რომელიც გადასცემს 1,6 გბიტ/წმ და 3.2 გბიტ/წმ ინფორმაციას. პარალელური პორტი (LPT ) წარმოადგენს B
ტიპის
სტანდარტულ DB-25 კონექტორს. პრინტერის
პარალელური კონექტორი წარმოადგენს C ტიპის
სტანდარტულ DC-36
კონტაქტიან კონექტორს. ზოგიერთ
ახალ პრინტერში გამოიყენება მაღალი სიმჭიდროვის 36-კონტაქტიანი C ტიპის კონექტორი.
პარალელურ პორტებს ერთდროულად 8 ბიტის გადაცემა შეუძლიათ და იყენებენ სტანდარტს
IEEE 1284. პარალელური მოწყობილობების მისაერთებლად, ისეთების, როგორიცაა,
მაგალითად, პრინტერი.
პარალელური
კაბელის
მაქსიმალური სიგრძეა 4,5მ. SCSI პორტს შეუძლია განახორციელოს მონაცემთა
გადაცემა 320 მბ/წმ-ზე მეტი სიჩქარით. მას შეიძლება მიუერთდეს 15-მდე მოწყობილობა.
თუკი SCSI პორტზე მიერთებულია ერთი SCSI მოწყობილობა, კაბელის სიგრძე შეიძლება
იყოს 24,4 მ.
თუკი
SCSI
პორტზე მიერთებულია რამდენიმე SCSI მოწყობილობა, მაშინ კაბელის სიგრძე შეიძლება
იყოს 12,2 მ.
კომპიუტერზე
შეიძლება იყოს სამიდან ერთ-ერთი ტიპის SCSI პორტი.
პორტი DB-25
50-კონტაქტიანი
მაღალი
სიმჭიდროვის
პორტი
68-კონტაქტიანი
მაღალი
სიმჭიდროვის
პორტი
ქსელის
პორტი, ასევე ცნობილი როგორც RJ-45,
გამოიყენება კომპიუტერის ქსელში ჩასართავად. კომპიუტერის ჩართვის სისწრაფე
დამოკიდებულია ქსელის პორტის ტიპზე. სტანდარტული Ethernet-ი მონაცემებს გადასცემს 10
მბიტ/წმ-მდე სიჩქარით, Fast Ethernet-ი 100
მბიტ/წმ-მდე სიჩქარით, ხოლო Gigabit Ethernet-ი 1000
მბიტ/წმ-მდე სიჩქარით. ქსელის კაბელის მაქსიმალური
სიგრძე შეადგენს 100 მეტრს. PS/2
პორტი კომპიუტერთან აკავშირებს კლავიატურას და მაუსს. PS/2 პორტი წარმოადგენს
6-კონტაქტიან ბუდეს mini-DIN. კლავიატურის
და
მაუსის
პორტებს
ხშირად
სხვადასხვა
ფერით
აღნიშნავენ,
როგორც
სურათზეა
ნაჩვენები.
თუ ორივე პორტი ერთი ფერისაა, მაშინ მათ გასარჩევად გვერდზე უნდა ჰქონდეთ
კლავიატურის და მაუსის გრაფიკული გამოსახულებები. აუდიო
პორტები გამოიყენება კომპიუტერზე აუდიო მოწყობილობების მისაერთებლად. ყველაზე
მეტად გავრცელებულია შემდეგი პორტები:
შემავალი
პორტი (Line in) - გარე
მოწყობილობების, მაგალითად, სტერეოსისტემის
შესაერთებლად
მიკროფონის პორტი - მიკროფონის შესაერთებლად
გამომავალი პორტი (Line Out) - ყურსასმენების ან
დინამიკების შესაერთებლად
ყველა პოსტი საინტერესო და სრული ინფორმაციითა გადმოცემული .. მაგრამ ეს შავი ფონი საშინლად დამღლელია.
ReplyDelete