დედაპლატა

ედაპლატა (Motherboard), ანუ სისტემური პლატა, როგორც მას ხშირად უწოდებენ, არის კომპიუტერის ძირითადი პლატა, რომელზეგადის  სხვადასხვა არხები და დენის გამტარებ. ეს არხები უზრუნველყოფენ კომპიუტერის სხვადასხვა დეტალებშორის მონაცემების გადაადგილებას. ასევე მასზეა განთავსებული, პროცესორის ოპერატიული მეხსიერების,  ვიდეო დაფის, მყრი დისკების, გაფართოების პლატების ჩასაყენებელი ბუდეები, შიდა და გარე კონექტორები და სხვადასხვა პორტი.
       დედაპლატებს ერთმანეთისგან განსახვავებენ ფორმ-ფაქტორით (Formfactor), რაც მის, როგორც გაბარიტულ ასევე ზოგიერთ ტექნიკურ მონცემს განსაზღვრავს. ფორმფაქტორში იგულისხმება, როგორც დედაპლატის ფიზიკური  ზომები, ასევე მისი თავსებადობა სისტემურ ბლოკთან (Case) და კვების  ბლოკთან (Power Supply).
        არსებობს რამდენიმე სტანდარტის დედაპლატები; AT (Advanced Technology)  და XT (Extended Technology) სტანდარტი უკვე მოძველებულია და აღარ გამოიყენება. უფრო ახალი სტანდარტებია ATX , NLX , LPX, BTX, ITX, DTX და WTX.

         ATX (Advanced Technology Extended) ფორმ-ფაქტორი შეიმუშავა კომპანია Intel-მა და ისინი 1995 წლიდან გამოჩნდნენ. AT სტანდარტისგან განსხვავებით ახალ ფორმ¬ფაქტორში პროცესორის და სხვა მოწყობილობების შესაერთებელი ბუდეები განლაგდნენ ისე, რომ მათთან მიდგომა უფრო მოსახერხებელი გახდა. გაუმჯობესდა ვენტილაციის და გაგრილების პირობები. შეიცვალა კეისიც. AT და ATX პლატები არათავსებადია და AT კეისში ATX პლატას ვერ ჩავაყენებთ, ან პირიქით. თავის მხრივ გვხვდება რამდენიმე სახის ATX დედაპლატები. Extended ATX, Standart ATX, Mimi ATX,  Micro ATX და Flex ATX. მათ შორის ძირითადი განსხვავება მათი ფიზიკური ზომებია, თუმცა რაც უფრო პატარაა დედაპლატა, მასზე შესაერთებელი ბუდეები ნაკლებია და დამატებითი მოწყობილობების ჩაყენება უფრო შეზღუდულია, მაგრამ ეს პლატები ურთიერთთავსებადია და ATX კეისში შეგვიძლია ჩავაყენოთ ნებისმიერი მათგანი, თუკი კეისის ზომა ამის საშუალებას გვაძლევს. ATX დედაპლატაზე გარე შესაერთებლები სტანდარტიზებულია და კეისში ჩაყენების დროს ისინი აუცილებლად მოერგებიან კორპუსზე არსებულ შესაბამის ჭრილებს. 

No comments:

Post a Comment