სიჩქარის გასაზრდელად
ზოგიერთ CPU-ში გამოიყენება HT (Hyper Threading) ტექნოლოგია.
ამ ტექნოლოგიით
დამზადებულ პროცესორებს ოპერაციული სისტემა ერთ ფიზიკურ ბირთვს აღიქვავს ორ
ლოგიკურ ბირთვად და ჰყოფს მათ რესურსებს სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად.
ასეთ შემთხვევაში CPU შეუძლია ყოველ
კონვეიერზე კოდის რამდენიმე ფრაგმენტი დაამუშაოს.
MMX არის მულტიმედიურ ინსტრუქციათა
ნაკრები, რომელიც ჩაშენებულია Intel-ის პროცესორებში. პროცესორებს MMX ტექნოლოგიით
შეუძლიათ შეასრულონ უამრავი მულტიმედიური ტიპის ოპერაცია, რომლებიც ჩვეულებრივ
ცალკე სრულდება ვიდეო ან აუდიოკარტაში. MMX ინსტრუქციათა
ნაკრებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პროგრამებს, რომლებიც სპეციალურად ამ
ბრძანებებისათვის დაიწერა. ყველა თანამედროვე პროცესორი შეიცავს
ასეთ ინსტრუქციებს და შეგვხვდება პროცესორები SSE,
SSE2, SSE3, SSE4.1, SSE4.2 AVX ინსტრუქციათა კრებულით, ხოლო
AMD
იყენებს
3D
now და
Enhanced
3D now ინსტრუქციებს.
SSE-შეიცავს
70 ინსტრუქციას
SSE2-შეიცავს
144 ინსტრუქციას
SSE3-შეიცავს
13 ინსტრუქციას
SSE4.1-შეიცავს
47 ინსტრუქციას
SSE4.2-შეიცავს
7 ინსტრუქციას
SMM (System
Management Mode)
სისტემის მართვის რეჟიმი, პროცესორს საშუალებას აძლევს არეგულიროს თავისი კვება
მუშაობის რეჟიმის შესაბამისად, ანუ თუ მას არ აქვს სრული დატვირთვა იმუშაოს ნაკლებ
ტაქტურ სიხშირეზე და შესაბამისად ნაკლები ენერგია მოიხმაროს. ასეთი
პროცესორები აუცილებელია პორტატულ კომპიუტერებში, სადაც კვება ბატარიებიდან ხდება
და შესაბამისად ეკონომიაა საჭირო.
No comments:
Post a Comment