პროცესორის
შექმნის დღიდან ყოველთვის აქტუალური იყო მუშაობისას მისი გაგრილების საკითხი,
რადგან იგი ელექტრონული მოწყობილობაა იკვებება მუდმივი დენით და მუშაობისას
ხურდება.
სარგებლიანობა
კი
მაღალია
იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნორმალური ტემპერატურის არიან.
თუკი
ზედმეტი
სითბო
არ
გაიფანტა,
კომპიუტერის
მუშაობა
შენელდება.
ძალიან
მაღალი
ტემპერატურის
დროს
კი
შეიძლება
კომპიუტერის
კომპონენტებიც
დაზიანდეს,
ამიტომ, რომ არ მოხდეს მათი გადაწვა, საჭიროა
ისინი მუდმივად გრილდებოდეს. არსებობს გარკვეული ზღვრები, რომლებიც განსაზღვრავენ
პროცესორთა ტემპერატურულ რეჟიმებს. Intel-ის
პროცესორები შედარებით დაბალ ტემპერატურაზე (40-500)
მუშაობენ კარგად, AMD
კი
50-600-ზე. CPU-ის ბირთვის
გასაგრილებლად გამოიყენება ალუმინის რადიატორი, სითბოს უკეთესი
გადაცემისთვის მათ შორის გამოიყენება თერმო პასტა, ხოლო რადიატორზე დამაგრებულია
ვენტილატორი, რომელსაც გამოაქვს სითბო CPU-დან. არსებობს
აქტიური და პასიური ქულერები. აქტიურია ქულერი, თუ რადიატორზე დამატებით
ვენტილაორია დამაგრებული, ხოლო პასიურ ქულერებს ვენტილატორები არ აქვთ. კომპიუტერის შიდა დეტალების გასაგრილებლად
კორპუსის
შიგნით
ყენდება
სხვადასხვა
ზომის ვენტილატორები, რადგან კორპუსის
შიგნით
ჰაერის
ნაკადის
გაზრდა
უფრო
მეტი
სითბოს
გამოტანის
საშუალებას
იძლევა
და გაგრილების ეფექტური
საშუალებაა. დღეისათვის
მძლავრ სისტემებში კომპიუტერის დეტალების გასაგრილებლად გამოიყენება სხვადასხვა
ტიპის ქულერები; წყლით გაგრილების სისტემები, ფრეონით გაგრილების სისტემები და აზოტით გაგრილების სისტემები.
No comments:
Post a Comment