CPU ასრულებს
პროგრამას, რომელიც წარმოადგენს ბრძანებათა თანამიმდევრობას. პროცესორის ყოველ
მოდელს შესასრულებელი აქვს ბრძანებების ნაკრები. პროგრამაში მუშაობის დროს CPU
მონაცემების ყველა ელემენტს ამუშავებს ბრძანებათა ნაკრების შესაბამისად. სანამ CPU
ასრულებს პროგრამის ერთ ნაბიჯს, დანარჩენი ბრძანებები და მონაცემები ინახება
გვერდით სპეციალურ მეხსიერებაში, რომელსაც CACHE
(ქეშ
მეხსიერება) ეწოდება.
ქეშ-მეხსიერება არის ზესწრაფი მეხსიერება,
სადაც ინახება წინასწარ გამზადებული ინფორმაცია, რომელიც პროცესორს დაჭირდება
დასამუშავებლად. ელექტრონულად ქეშის მოვალეობას ტრანზისტორები ასრულებენ, რომლებიც
ჩიპებშია განთავსებული და პროცესორის კრისტალშია ჩაშენებული.
ქეშის
მაქსიმალური ეფექტურობა მიიღწევა მაშინ, როდესაც მისი და პროცესორის შემაერთებელი
არხის სიხშირე უახლოვდება ტაქტურ სიხშირეს. ამიტომ მოხერხდა ქეშის ინტეგრაცია
პროცესორის კრისტალში და ამ შემთხვევაში იგი უშუალოდ პროცესორის ტაქტურ სიხშირეზე
მუშაობს. პროცესორში განლაგებული ტრანზისტორების ნახევარზე მეტი ქეშმეხსიერებას
ეკუთვნის.
პრიორიტეტის მიხედვით ქეში იყოფა სამ
დონედ (Level).
პირველი დონეში (L1)
ინახება
ის ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტულ მომენტში იყენებს პროცესორი. მეორე დონეში (L2)
ინახება
ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხანში დაჭირდება პროცესორს, ხოლო მესამე დონე
(L3)
აგროვებს და ინახავს ინფორმაციას, რომელსაც გამოიყენებს პროცესორი უახლოეს
მომავალში.
L1 ქეშის
მოცულობა 32
KB-დან
128 KB-მდე
მერყეობს, L2-128
KB-დან
12 MB-მდე.
L3-32 MB და
მეტიც შეიძლება იყოს.
No comments:
Post a Comment