ირითადი
არხი, რომლის მეშვეობითაც მონაცემები მოძრაობენ პროცესორისკენ და პროცესორიდან
პირიქით,
სისტემური
ან მონაცემთა სალტე ეწოდება FSB
(Front Side Bus). ამ სალტის სიხშირე და გამტარობა (იგივე
თანრიგი) პროცესორის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს და მისი სწრაფქმედება ამ
მონაცემებზეა დამოკიდებული. მონაცემთა სალტის გავლით ინფორმაცია შედის პროცესორში.
შესული ინფორმაცია პროცესორმა უნდა მიიღოს, დაამუშაოს და დადასცეს მოწყობილობებს.
პროცესორმა, რომ მოასწროს ამ მოქმედებების განხორციელება მისი სამუშაო სიხშირე
უნდა აღემატებოდეს სალტის სიხშირესზე
რამდენიმეჯერ. პროცესორის შიდა სამუშაო სიხშირეს ეწოდება ტაქტური სიხშირე (Frequency).
როგორ მიიღწევა ტაქტური სიხშირე? როდესაც
პროცესორი მზადდება, მწარმოებელი წინასწარ განსაზღვრავს თუ რა დანიშნულებისათვის
უნდა იყოს გამოყენებული იგი და მისი სალტის სიხშირისაგან გამომდინარე
განსაზღვრავს, თუ რამდენჯერ უნდა აღემატებოდეს ტაქტური სიხშირე სალტის სიხშირეზე.
შესაბამისად აგეგმარებს პროცესორის არქიტექტურას და განუსაზღვრავს მას გარკვეულ
კოეფიციენტს, რათა ტაქტური სიხშირე გახდეს მონაცემთა სალტის სიხშირის ჯერადი. ამ
კოეფიციენტს უწოდებენ მამრავლს (Multiplayer). იგი
შეიძლება იყოს 1-დან 25-მდე. ანუ მივიღეთ მარტივი ფორმულა;
Freq = FSB (Mhz) * Multiplayer
FSB სიხშირე
სხვადასხვა პროცესორისთვის შეიძლება იყოს 66, 100, 133, 266, 333, 400, 533, 800 MHz
და
მეტი. თუ პროცესორს მწარმოებლისგან განსაზღვრული აქვს მამრავლი 4,5. მაშინ 100 MHz
სალტის
მქონე პროცესორი იმუშავებს 450 MHz ტაქტურ
სიხშირეზე, ხოლო 800 Mhz
სალტეზე
ტაქტური სიხშირე იქნება 800*4,5=3600
MHz
ანუ 3,6 GHz. ზოგიერთ
შემთხვევაში შესაძლებელია პროცესორის ტაქტური სიხშირე ხელოვნურად გავზარდოთ, მას
აჩქარებას, აქსელერაციას უწოდებენ (Overclocking,
Разгон).
არსებობს
აქსელერაციის ორი გზა. ფორმულიდან გამომდინარე შეიძლება ბიოსიდან გავზარდოთ სალტის
სიხშირე და მამრავლი, ან სალტის სიხშირე
გავზარდოთ დედაპლატაზე არსებული გადამრთველების მეშვეობით, რომელიც დედაპლატის
პასპორტში ან დედაპლატაზე იქნება მითითებული.
სალტის სიხშირის და მამრავლის შეცვლა
გადამრთველებით
დედაპლატების
უმრავლესობა განსაზღვრულია სხვადასხვა FSB სიხშირეზე
სამუშაოდ. მაგალითად, თუ პროცესორი მუშაობს 100 MHz სალტეზე,
800 MHz
ტაქტური
სიხშირით ეს ნიშნავს, რომ მისი მამრავლია 8. თუ დედაპლატიდან 100-ს გავზრდით
110-მდე ტაქტურ სიხშირეს მივიღებთ 880 MHz.
120-მდე რომ გავზარდოთ მივიღებთ
960 MHz.
რაც უფრო გავზრდით სალტის სიხშირეს, მით უფრო გაიზრდება ტაქტური სიხშირეც,
მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქით
პროცესორი ან საერთოდ არ იმუშავებს, ან იმუშავებს შეცდომებით. ამასთან, დიდია
რისკი იმისა, რომ პროცესორი გადახურდეს და დაიწვას.
No comments:
Post a Comment