პორტატიული
პერსონალური კომპიუტერი (პპკ) პირველი პპკ-ები მძიმე და ძვირადღირებულნი გახლდათ.
დღესდღეობით პპკ-ები სარგებლობენ დიდი პოპულარობით, რამეთუ სულ უფრო
განვითარებადმა ტექნოლოგიებმა მიგვიყვანა მათი ღირებულებისა და წონის შემცირებასა
და ფუნქციური შესაძლებლობების გაზრდასთან. მრავალ პპკ-ში გვხვდება დამატებითი
ვიდეოპორტი, პორტი FireWire,
ინფრაწითელი პორტი ან
ჩაშენებული კამერა.
ჯიბის პერსონალური კომპიუტერები (ჯპკ) და
სმარტფონები ჯპკ-ები და სმარტფონები ხელით სამართავი მოწყობილობებია, რომელთა
პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. ჯპკ-ებში არის ჩაშენებული თამაშები, ვებძიების
ფუნქციები, ელექტრონული ფოსტა, მყისიერი
შეტყობინებების გაცვლის სისტემა და სხვა შესაძლებლობები. სმარტფონები გახლავთ
მობილური ტელეფონები, რომლებსაც აქვთ ჯპკ-ის მსგავი მრავალი ფუნქცია. ჯპკ-ებსა და
სმარტფონებში შესაძლებელია პპკ-ის მსგავსი პროგრამების შესრულება.
პორტატიული
პერსონალური კომპიუტერის გამორჩეული თავისებურება მისი კომპაქტური ზომაა. მის
პატარა კორპუსში თავსდება კლავიატურა, ეკრანი და შიდა კომპონენტები. პპკ-ის
პოპულარობის მიზეზია აგრეთვე მობილურობა. აკუმულატორი, რომელიც იმუხტება, აძლევს
საშუალებას პპკ-ს იმუშაოს ელექტრო ქსელიდან გამორთვის შემდეგაც.
პპკ-ების
თავდაპირველი მომხმარებლები უმეტესად ბიზნესმენები იყვნენ, რომელთათვისაც მეტად
მნიშვნელოვანი იყო ოფისის გარეთაც ადვილად მისაწვდომი ჰქონოდათ მონაცემები.
პპკ-ის შეზღუდული გამოყენება აიხსნებოდა მათი მაღალი ფასით
და უფრო იაფ სამაგიდო სისტემებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობებით.
დღესდღეობით
პპკ-ების ფასმა დაიწია, ხოლო ფუნქციური შესაძლებლობები გაფართოვდა. უკვე პპკ-ები
სამაგიდო კომპიუტერების რეალურ ალტერნატივას წარმოადგენენ.
ქვემოთ
ჩამოთვლილია პპკ-ების უფრო მეტად გავრცელებული გამოყენების სფეროები:
• მონაცემების კონსპექტირება სასწავლო დაწესებულებებში
ან
დაბეჭდილი
ინფორმაციის შესწავლისას
• სამუშაო
შეხვედრებზე ინფორმაციის წარმოდგენა
•
ინფორმაციასთან წვდომა ბინიდან ან ოფისიდან დაშორებით
• თამაშები
მოგზაურობისას
•
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინტერნეტში ჩართვა
• ელექტრონული
ფოსტის მიღება და გაგზავნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
ჯპკ გახლავთ
ელექტრონული პერსონალური ორგანიზატორი, რომელსაც აქვს ინფორმაციის
სისტემატიზირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები:
• მისამართების წიგნაკი
• კალკულატორი
• მაღვიძარა
• ინტერნეტთან
კავშირი
• ელექტრონული
ფოსტა
• გლობალური
პოზიციონირების სისტემა
სმარტფონი არის
მობილური ტელეფონი, რომელიც აღჭურვილია ჯპკ-ის ფუნქციებით. სმარტფონები თავის
თავში აერთიანებენ მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის ფუნქციებს. კვლავაც
გრძელდება სმარტფონებისა და ჯპკ-ების ტექნოლოგიების გაერთიანება.
სმარტფონები
შესაძლებელია აღჭურვილი იყოს შემდეგი დამატებითი მოწყობილობებითა და ფუნქციებით:
• ჩაშენებული კამერა
• დოკუმენტებთან
წვდომა
• ელექტრონული
ფოსტა
• შეკუმშული
(შემცირებული) ჩანაწერი
• ტელევიზორი
ჯპკ-ებსა და სმარტფონებთან დაკავშირება
ხორციელდება Bluetooth
ტექნოლოგიის ან
კაბელური USB-შეერთების დახმარებით.
No comments:
Post a Comment